საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი: ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებიც წინასაარჩევნოდ ხდება
ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ფეისბუქის ოფიციალური გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმიანება.

"წინასაარჩევნო კამპანია უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში, რომელიც უმაღლესი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი იქნება", - წერს აპატურაი.

Print