საზოგადოება
რუსეთი "ზემო ლარსის" გაფართოების საკითხს განიხილავს
რუსეთი „ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვები პუნქტის გაფართოების საკითხზე მსჯელობს, - ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაკსიმ სოკოლოვმა, რუსულ-სომხურ რეგიონთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

„ერთადერთ გამშვებ პუნქტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით აკავშირებს სომხეთსა და რუსეთს, მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიმართულია საავტომობილო გადაზიდვების შემდგომ გამარტივებისკენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბიზნესისთვის. განიხილება აღნიშნული პუნქტის გაფართოების საკითხი“, - განაცხადა მან.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ამჟამად "ზემო ლარსზე" 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოქმედებს.

Print