საზოგადოება
2016 წლის 5 ბიზნეს ტენდენცია (R)
2016 წლის დასრულებამდე ჯერ კიდევ ორ თვეზე მეტი რჩება, მაგრამ ამ ეტაპზეც შესაძლებელია მიმდინარე წლის ბიზნესის სფეროში გამოკვეთილ ტენდენციებზე საუბარი. ცვლილებები შეიძლება იყოს როგორც განვითარების მიმართულებით, ისე პირიქით. ზოგიერთი სფერო კრიზისის პერიოდშიც კი იმყოფება.

თუ ხუთ პუნქტიან ჩამონათვალს გავაკეთებთ, პირველ და მეორე ადგილზე შეიძლება მრეწველობა და სოფლის მეურნეობა დასახელდეს. აღნიშნულ დარგებში, ყველაზე მეტად შეინიშნება ცვლილებები, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროს სახელმწიფო კურირებს.

მოქალაქეები, რომლებიც სპეციალურ პროგრამაში ჩართვას ახერხებენ, სხვადასხვა პროექტის თუ შეღავათიანი სესხის გაცემის გზით ფინანასდებიან, შემდეგ კი, მცირე საწარმოს აშენებენ ან არსებულს აფართოებენ.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქაც შეღავათიან სესხებზეა საუბარი. ამ სესხების მთავარი მიზანია - ფერმერებს, პროექტის ფარგლებში, მიეცეს პროექტში ჩართული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი კრედიტის გამოიტანის საშუალება საკუთარი მეურნეობის განვითარების მიზნით.

თუმცა, კიდევ უფრო საინტერსოა ის დარგები, რომლებშიც უშუალოდ კერძო სექტორია ჩართული.

ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუ ამ ჩამონათვალში სწრაფ კვებასაც აღმოაჩენთ. ჭამა ყველას სჭირდება, შესაბამისად, სწრაფი კვების ინდუსტრია საქართველოში, არ ჩამორჩება მსოფლიო ტენდენციებს და ამჟამად ერთ–ერთი ყველაზე მზარდი სფეროა. როგორც წესი, სარესტორნო ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე სტაბილურ და წარმატებულ ბიზნეს მიმართულებად მიიჩნევა. 2016 წელიც არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი, ბაზარზე შემოვიდა ამერიკული სწრაფი კვების ცნობილი ბრენდები და გაიხსნა ადგილობრივი წვრილ–წვრილი რესტორნები.

აუცილებელია შევეხოთ საბანკო სფეროსაც. აღსანიშნავია, რომ კერძო ბანკებიდან კრედიტის აღება მისი სირთულის გამო, მოქალაქეებისთვის აღარ არის მიმზიდველი. საზოგადოების დიდ ნაწილს აღარ აქვს საშუალება ისარგებლოს საბანკო კრედიტით, რადგან ბანკები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს, კერძო კოეფიციენტებს, მომხმარებელს სჭირდება შემოსავლების დადასტურება, სესხის ქონებით უზრუნველყოფა, თავდების არსებობა და ა.შ. ასევე, პროცედურა დროში გაწელილია და სესხის გასაფორმებლად ბანკში ვიზიტი სჭირდება.

ბოლოს კი უნდა შევეხოთ სფეროს, რომელიც არის მიმდინარე წლის ყველაზე გამოკვეთილი ბიზნესტრენდი– ეს არის მიკროსესხები. კიდევ უფრო კონკრეტულად, ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები, რომელთა რიცხვმაც უკვე 20 გადააჭარბა. ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ საბანკო სექროტორმა, გარკვეულწილად, მათ განვითარებას შეუწყო ხელი და პირიქით, პროცედურულმა სიმარტივემ და სისწრაფემ ბანკს მომხმარებელი შეუმცირა.

მაღალმა კომკურენციამ და მოთხოვნის ზრდამ აიძულა კომპანიები ყოველდღიურად უფრო მიმზიდველი შეთავაზება წარუდგინოს მომხმარებლებს.

საიტზე sesxebi365.com შეგიძლიათ ნახოთ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების დიდი ჩამონათვალი, ასევე ვრცელი ინფორმაცია მათი სერვისის შესახებ, რათა თვალნათლივ დაინახოთ სხვაობა და გააკეთოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები არჩევანი.






Print