საზოგადოება
პატრიარქი რუსეთში გაემგზავრება
18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე გერასიმე (შარაშენიძემ) აცხადებს, რომ პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

მეუფე გერასიმეს განმარტებით, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვაში მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება გავრცელებული ცნობას იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღოს, მიტროპოლიტი ამბობს, რომ "ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება.


Print