საზოგადოება
საქართველოს პატრიარქი რუსეთში მიემგზავრება
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება, შემდეგ კი ქუთაისის აეროპორტიდან მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ხვალ რუსეთის პატრიარქს შეხვდება.

20 ნოემბერს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა აღესრულება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი კირილი  70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებას გამართავს.

გარდა ამისა, 23 ნოემბერს ილია მეორე მოსკოვის ქართულ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის, ხოლო საღამოს ქართულ დიასპორას შეხვდება. პატრიარქი საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.


Print