საზოგადოება
პირადობის მოწმობა 9 იანვრამდე უფასოდ გაიცემა
15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა, ხოლო ბიომეტრული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებისთვის საახალწლო აქცია გამოაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, აუცილებელია, რომ უვიზო კავშირი ევროპის ქვეყნებთან გამოვიყენოთ, რათა საკუთარი თავი და ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. დათქმულ დროს დავბრუნდეთ საქართველოში და არ გავხდეთ კანონის დამრღვევი. ამისთვის კი ბიომეტრიული პასპორტი არის აუცილებელი”.
Print