საზოგადოება
საავტომობილო გზებზე შეზღუდვები გრძელდება
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე, დაუშვებელია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ცაგერი-ბენიერის, ალპანა-ცაგერის გზის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ორპირი-ნაქერალასა და ახალქალაქი-კარწახის თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთებზე კი, მისაბმელიანი მანქანების გადაადგილება აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

რაც შეეხება ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ტვიში-ალპანას მონაკვეთს, გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ამ ეტაპზე, ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print