საზოგადოება
ბარაკ ობამამ აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების დოკუმენტს ხელი მოაწერა
ბარაკ ობამას მიერ თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ხელმოწერილი კანონი საქართველოსთან სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს. კანონი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებამდე პენტაგონს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობისთვის თანხების გამოყოფასაც უკრძალავს. ასევე, გლობალურ სტატუსს ანიჭებს ე.წ. მაგნიტსკის კანონს, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია, მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დამრღვევ და კორუფციაში ჩართულ პირებს სანქციები დაუწესოს.



Print