საზოგადოება
მეორე ტურის შედეგად საზმაუმ ახალი დირექტორი აირჩია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.

პირველი კენჭისყრის დროს ვასილ მაღლაფერიძემ ოთხი ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა - ორი, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.

კონკურსის მეორე ტურში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა - ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.

განმეორებითი ფარული კენჭისყრის შედეგად ვასილ მაღლაფერიძემ 6 ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა - 2. 

კანდიდატის გამარჯვებისთვის ხუთი ხმა იყო საჭირო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 6 წლით ვადით ირჩევენ.
Print