საზოგადოება
NDI პოლიტიკური პარტიების რეიტინგს აქვეყნებს
NDI კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს, რომელშიც საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზეც არის საუბარი. ამერიკის ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, პარტიათა რეიტინგები პროპორციული არჩევნების შემდეგ შემცირდა.

კერძოდ: "კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს (ვინც წავიდა არჩევნებზე)?":

ნოემბრის მონაცემებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" 46% ასახელებს, მაშინ, როდესაც პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, აღნიშნულ პარტიას 48,68% ჰქონდა.

"ერთიან ნაციონალური მოძრაობას" არჩევნებში მონაწილე გამოკითხული მოსახლეობისთვის ნოემბრის კვლევის მონაცემებით, 10% ასახელებს, მაშინ, როდესაც "ენმ"-ს პროპორციული არჩევნების დროს საკუთარ შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიად 27.11% მიიჩნევდა.

2%-იანი სხვაობაა "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებით, საკუთარ შეხედულებებთან ახლოს მდგომად ნოემბრის თვის მონაცემებით აღნიშნულ პარტიას 3% მიიჩნევს.

ასევე 3% აქვს "თავისუფალ დემოკრატებსაც".

არცერთ პარტიას -16%.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 ათას 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის შედეგების ცდომილება 1.8 %-ია.
Print