საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის თქმით, მან ხელმოწერლა პირველ ან 2 მარტამდე უნდა მოიპოვოს, გადაწყვეტილება კი ოფიციალურ ჟურნალში 10 მარტამდე გამოქვეყნდება. უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 20 დღის განმავლობაში უნდა შევიდეს.

დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრება უვიზოდ მარტის ბოლოდან შეეძლებათ. კენჭისყრის პროცესს ევროპარლამენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც დაესწრა.

Print