საზოგადოება
ბრაკონიერებმა კიდევ ერთი შველი მოკლეს
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. სამინისტროს ცნობით, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ბრაკონიერობის კიდევ ერთი ფაქტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.


ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველი მოკვდა




Print