საზოგადოება
ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცნობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, რათა საქმის არსში გაერკვეს.

მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ეხება ექსტრადირებას”, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
Print