საზოგადოება
ლაზარეს შაბათი და "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"

მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა შესრულდა.


ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა.

დღესვე საქართველო ქართული ენის დღეს ზეიმობს. იოანე ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"-ს მიხედვით, "დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!".

 

Print