საზოგადოება
საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. საღმრთო ლიტურგიას თბილისში, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
აღავლენს.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - ბორბალზე მისი წამების დღეს.

Print