საზოგადოება
ასოციაცია „ იმედმა“ ქალი კანდიდატების მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო (ვიდეო)
ასოციაცია „იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის “ ოფისში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. მისი მიზანი ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდაჭერა, ასევე ელექტორატის გააქტიურების მიზნით სოციალური რგოლის მომზადება იყო.

„ჩვენი საბოლოო მიზანია, ქალთა ხედვა გამოჩნდეს პოლიტიკაში და ქალბატონებმა შეძლონ იყონ იქ სადაც ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ხდება“ - აღნიშნა ასოციაცია „იმედის“ ხელმძღვანელმა ქრისტინე კილანავამ.




ვიდეორგოლი პროექტის „საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალების და გოგონების შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში შვედური ორგანიზაცია „Kvinna Till Kvinna“-ს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდება.

Print