საზოგადოება
ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდში
ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით დადიანების სასახლის ეზოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. “ათინათის“ ახალგაზრდული კლუბების წევრებმა და პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძების გამოფენა მოაწყვეს.მათ ასევე ეროვნული სამოსი, ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს.



„ღონისძიება ახალგაზრდებმა დაგეგმეს და შეეცადნენ ეჩვენებინათ ყველასთვის, რომ ვართ ერთნი და ჩვენი მიზანი არის მეგობრობა“ - აღნიშნა ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორმა სალომე გუგუჩიამ.



ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღინიშნვა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.



Print