საზოგადოება
წინასაახალწლოდ წიწვოვან ხეებზე კონტროლი გამკაცრდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით კონტროლს გააძლიერებს. დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან წიწვოვნების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე, რათა, სადღესასწაულო პერიოდში თავიდან აიცილონ უსიამოვნო შემთხვევები, ჯარიმის ან სხვა სანქციის სახით.  ყოველ გამოვლენილ დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები გატარდება.


Print