საზოგადოება
NDI : მოსახლეობას ყველაზე მეტად გზებთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს
NDI-ის კვლევის თანახმად, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - გზებია.

გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პრობლემა,  რომელიც მის ქალაქს/სოფელს აწუხებს, არის გზები; 23%-ისთვის ეს არის გარემოს დაბინძურება; 22%-ისთვის - წყლით მომარაგება; 17%-ისთვის - საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ასევე, 17%-ისთვის საგზაო მოძრაობა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

Print