საზოგადოება
საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმა და ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგანტოს ინფორმაციით, 24 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 26 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

„საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 26 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

Print