საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
პირველადი მონაცემებით, 2018 წელის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი საგრანტო კონკურსისთვის 4500-ზე მეტმა სტუდენტმა, 12 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა და 21 ათასამდე მასწავლებელმა და პედაგოგობის მსურველმა გამოთქვა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი საბოლოო შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

აბიტურიენტებს15 მაისის ჩათვლით საშუალება აქვთ დაამატონ / ჩაანაცვლონ საგანი და ზოგადი უნარების გამოცდის ენა შეცვალონ. მსგავსი ცვლილების განხორციელებას 15 მაისამდე მაგისტრანტობის კანდიდატებიც შეძლებენ.



Print