საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

"ჩვენ გვქონდა შესაძლო შემთხვევა 93. ეს ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კვლევისა და დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან.

გუშინ მას ტემპერატურა დაუფიქსირდა საზღვარზე, საგანგებო სამსახურის მიერ ინფექციურში გადავიყვანეთ და ნიმუშის აღების შემდეგ დადასტურდა კორონავირუსის არსებობა. სამივეს მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print