Error
რუბრიკები
ზუგდიდში პრემიერის ვიზიტი „თავისუფალი ზონის“ წევრებმა გააპროტესტეს (ვიდეო)
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ზუგდიდში ვიზიტი გააპროტესტეს „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა. „ჰაკიმ ფაშა და 41 ყაჩაღი“, „შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები“, „გამოიძიეთ ვინ მოკლა შალვა თათუხაშვილი“, „ნარკომანი პოლიციელები“ - აღნიშნული ტრანსპარანტები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს. საპროტესტო აქციის პარალელურად დადიანების მუზეუმის შესასვლელთან, სადაც პრემიერი სიტყვით გამოდიოდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც იყვნენ შეკრებილები. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიცია იყო მობილიზებული.    
Print