Error
რუბრიკები
შემწვარი ბროკოლი
რეცეპტის ინგრედიენტები:
  • 2 თავი ბროკოლი
  • 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
  • 1 კბილი ნიორი
  • 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
1. გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსზე. დაფარეთ საცხობი ლანგარი ფოლგით ან პერგამენტის ქაღალდით. 2. დააცალკევეთ ბროკოლი ყვავილებად და მოათავსეთ დიდი ზომის თასში. მოასხით 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, ან უფრო ნაკლები გემოვნებისამებრ. მოაყარეთ 1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა და დაჭყლეტილი ან თხლად დაჭრილი 1 კბილი ნიორი. სურვილისამებრ დაუმატეთ წითელი წიწაკის ფანტელებიც(პაპრიკა). მაქსიმალურად ჰაეროვნად შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს. 3. გადაანაწილეთ ბროკოლი საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ღეროები ისე არ დარბილდება, რომ მათი ჩანგლით ჩაჩხვლეტა გახდება შესაძლებელი. მოათავსეთ გამომცხვარი ბროკოლი თეფშზე და მოასხით ლიმონის წვენი სანამ სუფრასთან მიიტანთ.
Print