Error
რუბრიკები
ზუგდიდში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა იგეგმება
სამეგრელოში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება, - ამის შესახებ ზუგდიდში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე განმარტებით, კლინიკის საერთო ფართი 18-20 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, 200 საწოლზე გათვლილი. "ეს იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ გარდა სამედიცინო აქტივობებისა, იქნება სასწავლო აქტივობებიც. პირველ ეტაპზე, ეს იქნება დიპლომის შემდგომი განათლება და მომუშავე ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება. დასაქმებული პერსონალი კი განისაზღვრება 600 ადამიანით, საიდანაც სუფთა სამედიცინო პერსონალი იქნება 50 %", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის დაწყება  ივლისში ან აგვისტოში იგეგმება და 2 წელიწადში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფოს საპროექტო სამუშაოების შესყიდვისთვის 400 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც გამარტივებული წესით განხორციელდება.
Print