რუბრიკები
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი გურამ მ.  დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამაცველებმა 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას გურამ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
Print