პოლიტიკა
თეა წულუკიანი: "სააკაშვილს უკრაინა იცავს"
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგექს-პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო დაცულია ქართული საგამოძიებო ორგანოებისგან, ვიდრე მანამდე.

ამის შესახებ მინისტრმა ოდესის გუბერნატორის სამართლებრივ დევნაზე გადაცემა "2030"-ში საუბრისას აღნიშნა.

"სააკაშვილი ახლა უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას სხვა სახელმწიფო იცავს და ჩვენი დაცვის ქვეშ აღარ იმყოფება. თუ მისი ბრალი სასამართლოში დამტკიცდება და გადმოცემის საკითხი დადგება, ჩვენგან უფრო მეტად დაცული იქნება, ვიდრე - მანამდე. როცა შენი მოქალაქეა და მის გადმოცემას ითხოვ, შედარებით ადვილია. ახლა კი მასსა და ჩვენს შორის უკრაინის სახელმწიფო დგას, როგორც დამცველი", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა გუშინ შეუწყდა.
Print