პოლიტიკა
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 82 ხმით 8-ის წინააღმდეგ ახალი "საარჩევნო კოდექსი" დაამტკიცა.
ცვლილება საარჩევნო ოლქების დაყოფას და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისთვის 50%-იანი ბარიერის დაწესებას ეხება.

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის მიხედვით, თბილისში 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

საქართველოს რეგიონებში კი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით - გაყოფის გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

გარდა ამისა, 13 მუნიციპალიტეტის: საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების საზღვრები, თანხვედრაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან იქნება.

Print