პოლიტიკა
პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

მისივე თქმით, ყველაზე მისაღებ და რელევანტურ კანდიდატურაზე მოხდება შეჯერება.

"რამდენიმე კანდიდატურა განიხილება ნამდვილად, მათ შორის, არიან გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო, ქუმსიშვილი და ბახტაძეც“, - განმარტა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

Print