პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის მტკიცებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე უმრავლესობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილს დაასახელებს.

როგორც დეპუტატმა გადაცემა "არგუმენტების დროში" განაცხადა, კვირიკაშვილს დღეს თავად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებელი წარადგენს.

"ოთხ კანდიდატურაზე იყო საუბარი და ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთ კანდიდატზე. გიორგი კვირიკაშვილს უმრავლესობაში მიიყვანს ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. 10:00 საათზე პარლამენტში, თბილისში", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
Print