პოლიტიკა
კოალიციამ პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილთან და დავით უსუფაშვილთან ერთად თბილისში პარლამენტის შენობაში მივიდა.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" შეთანხმდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინოს.

„მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველას გული გვისკდება მისი გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებული ვარ, ბატონი ირაკლი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, ყველა სასიკეთო საქმეში, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

Print