პოლიტიკა
IDFI-ის სპეციალური სიგელი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტების „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge” 2010-2015 წლების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

როგორც რადიო „ათინათს“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგად ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დასახელდა და 2015 წელს ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებათა რიგში სწორედ ქალაქ ზუგდიდის საკრებულო მოხვდა.
Print