პოლიტიკა
პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკარტებს თანამშრომლობას სთავაზობს.

ამის შესახებ თავად კადიდატმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ერთად გვიმუშავია, ერთ გუნდში. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს შორის, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს, საქმიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა იქნება. ჩემი განწყობა ასეთია - გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია ყველა იმ პარლამენტართან, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია მიიიღოს მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩაერთოს საინტერესო პროექტების განხილვაში, ამიტომ პირველი ჩემი შემოთავაზება არის, რომ მაქსიმალურად გახსნილად ვითანამშრომლოთ ქვეყნისათვის საჭირო პროექტების და საკითხების ირგვლივ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
Print