პოლიტიკა
მთავრობის კანცელარიაში მედიას შეზღუდვები დაუწესეს
მედიის წარმომადგენლებისთვის მთავრობის სხდომის გაშუქების ახალი წესი ამოქმედდა. დღეიდან ჟურნალისტებს აღარ აქვთ უფლება მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე ავიდნენ, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა იმართება.

სხდომის განმავლობაში მედიის წარმომადგენლები ადმინისტრაციის შენობის მე-3 სართულზე, სპეციალურად გაკეთებულ მედიაცენტრში განთავსდებიან, მისი დასრულების შემდეგ კი, მინისტრები, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, განცხადებების გასაკეთებლად მე-3 სართულზევე მოწყობილ პრესკონფერენციის ოთახში თავად ჩავლენ.

Print