პოლიტიკა
ვინ შევა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ საპარლამენტო ფრაქციაში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ ფრაქციას ქმნის. "ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" უმცირესობის ფარგლებში რიგით მეოთხე ფრაქცია იქნება. მისი რეგისტრაციის საკითხს დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრაქციაში ერთიანდებიან დეპუტატები აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გიორგი ღვინიაშვილი, როლანდ ახალაია, შოთა მალაშხია და ნიკა ყიფშიძე.

ფრაქციას გიორგი ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს.

Print