პოლიტიკა
სერგეი ლავროვი: „პანკისის ხეობას „ისლამური სახელმწიფო“ თავშესაფრად იყენებს“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით, ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური სახელმწიფო" პანკისის ხეობას თავშესაფრად იყენებს.

ამის შესახებ მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

ლავროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სირიის ხელმძღვანელობის მოწოდების შემდეგ სირიაში სიტუაციის გარდატეხა და ტერორისტების მიერ კონტროლირებადი სივრცის შევიწროება შეძლეს.

ცნობილია, რომ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს დასავლური კოალიციის და აშშ-ის გარდა რუსეთის ავიაციაც ბომბავს.

Print