პოლიტიკა
ირანისთვის დაწესებულ სავიზო რეჟიმს საქართველო 15 თებერვლიდან აუქმებს
ირანისთვის დაწესებულ სავიზო რეჟიმს საქართველო მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან გააუქმებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ირანის ელჩის მოადგილემ მოჰსენ ქებრიაიმ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და ეკონომიკური ურთიერთობები შეფერხდა.

"ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთაშორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა ჰპოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი, სავაჭრო ბრუნვა გაზარდონ", - განაცხადა ქებრიაიმ.
Print