პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" კახეთისა და გურიის გუბერნატორების გადაყენებას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და სთხოვს ულებამოსილება შეუჩეროს კახეთისა და გურიის გუბერნატორებს. ინფორმაცია ამის შესახებ უმცირესების წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგზე გააჟღერა.

"კახეთის გუბერნატორმა, რომელიც თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ახლობელი იყო, "საგმირო" საქმეებში რეკორდი მოხსნა. კერძოდ, 21-ე საუკუნეში ბატონ-ყმობის ახალი ფორმები დაამკვიდრა - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მთელი აპარატი მის ოჯახზე მუშაობს. გამოვლინდა ფაქტი, როცა ინფრასტრუქტურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, სამუშაო საათების დროს შიოლაშვილის მამის მამულში შრომობდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და პირი გარდაიცვალა. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაწყოს ძიება, თუ რატომ ხდებოდა სახელმწიფო რესურსის კერძო მიზნისთვის გამოყენება", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

როგორც პარტიაში განმარტავენ, გურიის გუბერნატორი ფოთში  ორგანიზებას უწევდა  წამების კადრების სკოლის მოსაწავლეებისთვის ჩვენებას.

„გია სალუქვაძე ისევ რჩება პოზიციაზე. ასეთი სამარცხვინო გუბერნატორების არსებობის პირობებებში მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პირების გუნდში ყოლა.“ - განაცხადა მან.

Print