პოლიტიკა
კახა კალაძე შიშობს,რომ აფხაზეთი 2 კვირაში უშუქოდ დარჩება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.

„არის საშიშროება იმისა, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა,

კახა კალაძე ადასტურებს, რომ წყალსაცავში წელს წყლის ნაკლებობა იყო და არ არის ისეთი შემოდინება, როგორიც წლების განმავლობაში.

"შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული და რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩნენ," - განაცხადა მან.

"ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ კი თავის მხრივ დასძინა რომ, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს, იგი ორ წელიწადში შესაძლოა  დენის გარეშე დარჩეს.

ამავე თემაზე: ლევან მებონია: "აფხაზეთი ორ წელიწადში შესაძლოა, შუქის გარეშე დარჩეს"

Print