პოლიტიკა
კახა კალაძე "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მორიგ შეხვედრას გამართავს
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს კომპანია "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავს.

ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შედგება.
Print