პოლიტიკა
კახა კალაძე: "ადრე თუ გვიან ალბათ, "ქართული ოცნება" აუცილებლად დაიშლება"
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ “ადრე თუ გვიან ალბათ, კოალიცია აუცილებლად დაიშლება და ამაში ტრაგედია არაფერია”, თუმცა მინისტრი იქვე აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მსგავს საშიშროებას ვერ ხედავს.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმავე შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის.

„პოლიტიკა არის დინამიური პროცესი და შესაძლებელია, ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს, თუმცა უახლოეს მომავალში ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, კოალიცია არჩევნებზე წარსდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის. თუმცა არჩევნებამდე ძალიან ბევრი დროა და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ", - განაცხადა მინისტრმა „რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ დაპირისპირებსაზე საუბრისას.
Print