პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე მხარეებმა საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის განვითარება, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და ვარშავის სამიტისთვის მზადების კონტექსტში, პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის ვალდებულების მიმართ საქართველოს ნატო–ს წევრად გახდომის თაობაზე და აღნიშნეს, რომ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრ ვერშბოუსთან.

Print