პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება"
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"გაკეთდა განცხადებები, მათ შორის მე გავაკეთე ორჯერ განცხადება, რომელიც იყო ძალიან საჭირო. ვთვლი, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროცესში, ბუნებრივია, იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა გუშინ საღამოს "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალაპარტიულ ფორმატში იქნება წინაასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში იქნება დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარეშემო", - განაცხადა განაცხადა კვირიკაშვილმა.
Print