პოლიტიკა
"გაზპრომთან" ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ვიცე- პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

კალაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ სიტყვიერი შეთანხმება "გაზპრომთან" მიღწეულია იმის შესახებ, რომ პირობები დარჩეს იგივე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ მიიღოს 10% ბუნებრივი აირი სომხეთში ტრანზიტის შედეგად.

"ხელშეკრულება "გაზპრომთან" გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია ანუ ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო – მივიღებთ ბუნებრივ აირს 10% ნედლეულის სახით", - განაცხადა კალაძემ.

Print