პოლიტიკა
თეა წულუკიანი:” საზღვრის გახსნის შემდეგ ქვეყანა არ შევარცხვინოთ”
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,რომ ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირის მოცემული ქვეყნის კანონების განუხრელად შესრულებას და იქაური წესების დაცვას.

მან ასევე აღნიშნა საქართველოს სამართალდამცველების ძალისხმევა, რომლებმაც ევროპელი კოლეგები საქართველოს მოქალაქეების კანონმორჩილებაში დაარწმუნეს.

მინისტრმა საქართველო მოქალაქეებს მოუწოდა, საზღვრების გახსნის შემდეგ, „საკუთარი ქვეყანა არ შეარცხვინონ“.

„მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი სამართალდამცველების ძალისმხევას ამ დიდ წარმატებაში, რადგან მათ თავიანთი პროფესიონალიზმით დაარწმუნეს ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შევა ევროკავშირის ქვეყანაში, იქნება კანონმორჩილი მოქალაქე. აქ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ როდესაც საზღვარი გაიხსნება, არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ, რადგან ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირის მოცემული ქვეყნის კანონების განუხრელად დაცვასა და იქაური წესების პატივისცემას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Print