პოლიტიკა
საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე საქართველოს ორ რეგიონში განხორციელდა
საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე საქართველოს ორ რეგიონში: შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას,მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს.

შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.

პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის. მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო - შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.

Print