პოლიტიკა
უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ვიქტორ შოკინი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის პარლამენტის ფრაქციების 289 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინული მედიის ცნობით, სახალხო დეპუტატმა ეგორ სობოლევმა, რომელმაც მხარი დაუჭირა შოკინის გათავისუფლებას, განაცხადა, რომ " ბრილიანტის პროკურორების საქმე" იყო შანსი გენერალური პროკურატურის შესაცვლელად, თუმცა, მისი თქმით, ის დასამარდა.

„შოკინის ხელმძღვანელობით დღეს გაათვისუფლეს უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ამისთვის იბრძოდა გენერალურ პროკურატურასთან -დავით საყვარელიძე“,- თქვა სობოლევმა.

რადაში გამართულ კენჭისყრამდე ვიქტორ შოკინმა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან დავით საყვარელიძე გაათავისუფლა.

28 მარტს კიევში უკრაინის გენერალური პორკურორის ვიქტორ შოკინის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.


Print