პოლიტიკა
NDI- 77%-თვის მისაღებია რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს
NDI-ს სოციალური კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 77%-თვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ხოლო ევროკავშირის წევრობა მიუღებელია 14%-თვის. კვლევის ავტორების თქმით, კვლევის ამ ნაწილში მკვეთრადაა გაზრდილი ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა და ის 77%-ს შეადგენს.

NDI-ს სოციალური კვლევისთვის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 3 900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.
Print