პოლიტიკა
ბან გი მუნი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოშიც ჩამოვა
გაერო-ს გენერალური მდივანის საქართველოში ჩამოსვლას  გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე ადასტურებს.

მისი თქმით, ვიზიტის ზუსტი თარიღი დაკონკრეტებული ჯერ არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში 25 აპრილამდე ჩამოვა.

დღეს, სომხურმა მედიამ სომხეთში გაერო-ს ოფისზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბან გი მუნი ერევანში 25 აპრილს ჩავა. იგი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის გარდა, აზერბაიჯანსაც ეწვევა.
Print