პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტში,საქართველოს შესახებ საკომიტეტო განხილვაზე, სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა. პირველი მოხსენება საშინაო საქმეების კომიტეტში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა, პარალელურად ევროპელი დეპუტატები ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენდნენ. პროცედურულად იუსტიციისა და საშინაო საქმეების კომიტეტმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხი 2-ჯერ ან 3-ჯერ უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც ხდება შიდა კენჭისყრა, რასაც მოჰყვება უკვე საკითხის გატანა ევროპარლამენტში.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ საპარლამენტო კომიტეტის თანათავმდჯომარეებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გადადება იქნება არასწორი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისათვის.

"დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სახის შეფერხება გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სიგნალი იქნება, განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. ამ ეტაპზე, პირადად მე მხარს ვუჭერ ჩვენს მიდგომას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ვადებს უკავშირდება,“ – განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა.




Print